დავით მათიკაშვილი: ფაქტია, რომ საქართველოში შემოდინებული თანხებით ცალკეული პირები თუ ორგანიზაციები ახორციელებდნენ ისეთ ქმედებებს, რაც ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს
„ფაქტია, რომ საქართველოში შემოდინებული თანხებით ცალკეული პირები თუ ორგანიზაციები ახორციელებდნენ ისეთ ქმედებებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილების მიღებისთანავე, გვახსოვს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გამოძიების საგანი გამხდარიყო არამხოლოდ 2012 წლამდე არსებული რეჟიმის პირობებში ჩადენილი დანაშაულები, არამედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა თუ ორგანიზაციების მიერ 2012 წლის შემდეგ ჩადენილი ქმედებები, რაც ძირს უთხრიდა ქვეყნის სუვერენიტეტს. ფაქტია, რომ საქართველოში შემოდინებული თანხებით ცალკეული პირები თუ ორგანიზაციები ახორციელებდნენ ისეთ ქმედებებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ალბათ საბოტაჟიც ეს არის. დანარჩენზე სამართლებრივი პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე და დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟზე გამოძიება დაიწყო.