“ოპოზიციამ გარე კარნახით თქვა, რომ არ შემდგარა, გაყალბდა არჩევნები, მაგრამ არავინ არ ითხოვს ერთი მტკიცებულების წარდგენასაც კი” – ქადაგიშვილი
“ოპოზიციამ გარე კარნახით თქვა, რომ არ შემდგარა, გაყალბდა არჩევნები, მაგრამ არავინ არ ითხოვს ერთი მტკიცებულების წარდგენასაც კი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
“სისტემური ხასიათი აქვს ამას მიცემული, რომელიც შეიძლება, რეალურად თავის თავში ატარებდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. გამომდინარე აქედან, უკვე გამოძიების პრეროგატივა არის თუ რა ფაქტობრივი და მტკიცებულებითი ბაზა იქნება.
ამ ოპოზიციამ გარე კარნახით თქვა, რომ არ შემდგარა, გაყალბდა არჩევნები, მაგრამ არავინ არ ითხოვს ერთი მტკიცებულების წარდგენასაც კი. ამიტომაც, არის ეს საერთაშორისო კანონები მიღებული ამდაგვარად, რომ არ მოხდეს პოლიტიკით მანიპულირება”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით.