მათიკაშვილი – ჯო უილსონზე: ეს ადამიანი, ჩვენ რომ კონგრესმენი გვეგონა, თურმე აქტიური მოვაჭრეა ნივთებით; კეზერაშვილისგან თითოეული „ტვიტის“ დაწერაში კონკრეტულ თანხას იღებდა, ათასობით დოლარზეა საუბარი

“ვინმეს თუ მოუნდება დროშა, რომელიც კაპიტოლიუმზე იყო გამოკიდებული, ბილეთები თუ მოუნდება შეერთებულ შტატებში ინაუგურაციაზე, ან არ ვიცი, შეიძლება, კალათბურთის მატჩის ბილეთებსაც ყიდდეს ეს ადამიანი, ეწვიოს ჯო უილსონის საიტს”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ჯო უილსონი, რომელმაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი დაპატიჟა, ინაუგურაციაზე ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა.

„კეზერაშვილისგან თითოეული „ტვიტის“ დაწერაში თავის გვერდზე, კონკრეტულ თანხას იღებდა, ათასობით დოლარზეა საუბარი.

მისი მეგობარი, ასევე კონგრესმენი, რომელიც ბოლო ხმაზე გაიძახოდა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, აღმოჩნდა, რომ კორუმპირებულია და დღეს პროკურატურაშია ამ ადამიანის საქმე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები