“კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში თეულობით მილიონი დოლარი და ევრო შემოდის, რომელიც არაჯანსაღი და არაკეთილსინდისიერი მიზნებით გამოიყენება” – გიორგი გაბუნია
“კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში თეულობით მილიონი დოლარი და ევრო შემოდის, რომელიც არაჯანსაღი და არაკეთილსინდისიერი მიზნებით გამოიყენება”, – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებზე“ საუბრისას განაცხადა.
„მხოლოდ და მხოლოდ სახელად ჰქვიათ, რომ ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად ესენი არიან პოლიტიკური პარტიები და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ დროა, საქართველოში დამთავრდეს არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური თამაშები მათ უნდა აკეთონ რეალურად ის საქმე, რაც მათ უწერიათ სამოქმედო დებულებაში და არა ის, რომ ჩაერთონ არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებში, იმ პოლიტიკური ფულით, რომელიც გარედან შემოდის.
ათეულობით მილიონი დოლარი და ევრო შემოდის კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში, რომელიც არაჯანსაღი და არაკეთილსინდისიერი მიზნებით გამოიყენება“, – განაცხადა გაბუნიამ.