“როდესაც ასეთი გამოწვევებია მსოფლიოში, ადეკვატურად უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ ამიტომ დავაანონსეთ, რომ ერთი-ერთში ნათარგმნი ასლი გადმოგვაქვს “ფარას” კანონმდებლობის” – მაჭავარიანი

“ჩვენ ვხედავთ, ზოგადად, რა აჟიოტაჟი და სკანდალია მსოფლიოში ატეხილი USAID-სა და NED-თან მიმართებით, თუმცა, ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია აქვეყნებს ისეთ ფაქტებს და მტკიცებულებებს, რომ მართლა შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელია, თუ რამდენ ქვეყანაში ცდილობდნენ ეს დონორი ორგანიზაციები ენჯეოების მეშვეობით დესტაბილიზაციის და რევოლუციის მოწყობას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთხელ შეაფასა.

“ოდესაც ასეთი გამოწვევებია, რა თქმა უნდა, ჩვენ ადეკვატურად უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ ამიტომ დავაანონსეთ, რომ ერთი-ერთში ნათარგმნი ასლი გადმოგვაქვს “ფარას” კანონმდებლობის, რომელიც დღევანდელი რედაქციით მოქმედებს. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობთ ჩვენ ოპონენტებს და ენჯეოებს. აუცილებელია, საქართველოში მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტების ეთიკის სტანდარტის დანერგვა. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ ბრიტანეთის სტანდარტის და შესაბამისი ნორმების მიხედვით. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს “ფეიკ” ნიუსების გავრცელება”,  – განმარტა მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები