ბალტიის ქვეყნებმა სრულიად გაწყვიტეს კავშირი რუსეთის ენერგოსისტემასთან
8 თებერვალს, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საკუთარი ელექტროენერგეტიკული სისტემების კავშირი რუსეთის ენერგოსისტემასთან გაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ენერგოოპერატორები ავრცელებენ. ეს ნაბიჯი ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების გეგმას წარმოადგენს.
ბალტიის ქვეყნები ევროპის ელექტროენერგეტიკულ ქსელში პოლონეთის გავლით ინტეგრირდებიან. ბალტიისპირა ქვეყნებსა და პოლონეთის სინქრონიზაციის პროექტში ჯამში 1.6 მილიარდი ევრო (1.7 მილიარდი დოლარი) არის ინვესტირებული, რომელთა უმეტესობა ევროკავშირის სახსრებით დაფინანსდა.