არჩილ გორდულაძე: უკეთესი მექანიზმი იარსებებს, რომ ადამიანებმა თავი დაიცვან დეზინფორმაციისგან, სიძულვილის ენისგან და მედიამ შეასრულოს ის ფუნქცია, რაც აქვს

„სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ცენზურა იქნება შემოღებული ჩვენს ქვეყანაში,“ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მედიასთან დაკავშირებით მომზადებულ ბრიტანული მოდელისა და შესაბამისი კანონმდებლობის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

„იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ როდესაც ბრიტანული მოდელის საქართველოში ამოქმედებაზეა საუბარი, ამ განცხადებით ბრიტანეთს აყენებენ შეურაცხყოფას და საუბრობენ, რომ თურმე ცენზურა არსებობს ბრიტანეთში, ვინმე ერევა სარედაქციო პოლიტიკაში ბრიტანულ მედიაში, რაც აბსოლუტური ტყუილია.

უკეთესი მექანიზმი იარსებებს, რომ ადამიანებმა თავიანთი თავი დაიცვან დეზინფორმაციისგან, სიძულვილის ენისგან და მედიამ შეასრულოს ის ფუნქცია, რაც აქვს. შესაბამისად, რაც არის აპრობირებული და კარგი მექანიზმი ბრიტანეთში, იგივე მექანიზმი იქნება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მომზადდება მედიის შესახებ კანონი. ის ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისი იქნება, რომლის თანახმად, დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები