ვლადიმერ ბოჟაძე: ჩვენ მივიღებთ იმ კანონმდებლობას, რომელიც ყველაზე კარგად იცავს სახელმწიფოს გარე ჩარევებისგან და ეს არის სწორედ ამერიკული „ფარა“

„არჩევნების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს რისკი გარე ჩარევებისა, ამიტომ ჩვენ მივიღებთ იმ კანონმდებლობას, რომელიც ყველაზე კარგად პასუხობს ამ გამოწვევებს,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„არჩევნების შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს რისკი გარე ჩარევებისა, ამიტომ ჩვენ მივიღებთ იმ კანონმდებლობას, რომელიც ყველაზე კარგად იცავს სახელმწიფოს გარე ჩარევებისგან და ეს არის სწორედ ამერიკული „ფარა“, რომელიც ყველაზე კარგად პასუხობს ამ გამოწვევებს. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ცვლილებები შევიტანოთ ამ კანონში. ერთი ერთზე ის რედაქცია, რომელიც ახლა მოქმედებს ამერიკაში იქნება მიღებული და ვფიქრობთ, ეს მისცემს დამატებით მექანიზმებს სახელმწიფოს, რომ დავიცვათ ნებისმიერი სახის გარე ჩარევებისგან ეს იქნება ფინანსური, პოლიტიკური, თუ სხვადასხვა მექანიზმები. ამის საჭიროება, როგორც გითხარით დადგა იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ინიციირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები