არჩილ გორდულაძე FARA-ზე: შესაძლებლობა გაჩნდება, რომ ჩვენც მათ შორის, როგორც ამერიკელ ხალხს, გვქონდეს ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და ჩაურევლობა უზრუნველყოფილი

„საქართველოში მიღებული იქნება ის კანონი, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, მისი ზუსტი ასლი და თარგმანი და შესაძლებლობა გაჩნდება, რომ ჩვენც მათ შორის, როგორც ამერიკელ ხალხს, გვქონდეს ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და ჩვენს ქვეყანაში ჩაურევლობა უზრუნველყოფილი,“ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ FARA-ს ანალოგიურ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა და უცხოური გავლენებისგან თავის დაცვა ჩვენს ქვეყანაში.

„იმისთვის, რომ საქართველოს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს მომავალს საფრთხე არ შეექმნას და უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა და არა მხოლოდ გამჭვირვალობა, უცხოური გავლენებისა და თანხების ჩვენს ქვეყანაში, აუცილებელია, რომ ზუსტად იმავენაირი კანონმდებლობა გვქონდეს, როგორც არის აშშ-ში და როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, ანალოგიურად ქართველ ხალხსაც აქვს – იგივე რეგულაციები გამოყენებული იყოს ქართული საზოგადოების დასაცავად. შესაბამისად, საქართველოში მიღებული იქნება ის კანონი, რომელიც მოქმედებს აშშ-ში, მისი ზუსტი ასლი და თარგმანი და შესაძლებლობა გაჩნდება, რომ ჩვენც მათ შორის, როგორც ამერიკელ ხალხს გვქონდეს ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და ჩვენს ქვეყანაში ჩაურევლობა უზრუნველყოფილი“, – განაცხადა გორდულაძემ.

 ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ინიციირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ მსგავსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები