ფინანსთა სამინისტრო: საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა

“მიმდინარე წლის 7 თებერვალს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა,” – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განცხადებით, სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს გააჩნია რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უფრო ძლიერი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო. ამასთან, რეიტინგის სტაბილურობას ეხმარება მთავრობის ვალის ზომიერი სიდიდე, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი.

„საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო კვლავ, შედარებით გონივრულად არის მიჩნეული, განსაკუთრებით კი რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს ფისკალური პარამეტრების ზღვრულ დონეზე არსებობას და ფისკალური გეგმების გადაჭარბებით შესრულებას. საბანკო რეგულაციები ეფექტიანად და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად არის შეფასებული“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები