დავით მათიკაშვილი: ორ ქარ-ცეცხლშუა არის გახარიას პარტია მოქცეული – დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ მათგანს პარლამენტში შემოსვლის სურვილი აქვს, თუმცა ზეწოლის ქვეშ არიან

„ორ ქარ-ცეცხლშუა არის გახარიას პარტია მოქცეული. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყოველ მათგანს ძალიან დიდი სურვილი აქვს პარლამენტში შემოსვლის”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბარიერგადალახული პარტიებიდან ოპოზიციური სპექტრი მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენს.

“იმავდროულად ცხადია, რომ იმ ბულინგის და იმ ზეწოლის ქვეშაც არიან, რაც არის ზოგადად ოპოზიციურ სპექტრში. იყო კონკრეტული გადაწყვეტილება ქვეყნის ფარგლებს გარედან „ნაციონალური მოძრაობა“ დაყოფილიყო ჯგუფებად და ისე მოეხდინათ პარლამენტში შემოსვლა. ბარიერგადალახული პარტიებიდან ოპოზიციური სპექტრი მთლიანად წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილებს. ახლა ესენი ერთმანეთს დაარქმევენ თუ არ დაარქმევენ „ნაცებს“ საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. საქმით ჩანს ეს ყველაფერი. არა სახელწოდებით, არამედ საქმით. რომ შეხედოთ ხაზარაძის საქმიანობას, გახარიას დღევანდელ საქმიანობას და ა.შ. ნახავთ, რომ ფაქტობრივად, არის ერთიან მთლიან „ნაცურსულისკვეთებაში მჯდომი ეს ყველაფერი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით ისევ არ მიუმართავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები