დავით მათიკაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებზე: ეს არის ეფექტური მექანიზმი ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით – დანარჩენი არის სპეკულაცია

„ყველა ცვლილება ემსახურება ეფექტური მექანიზმების სრულყოფას. ეს არის ეფექტური მექანიზმი ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით. დანარჩენი არის სპეკულაცია,“ – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ყველა ცვლილება ემსახურება ეფექტური მექანიზმების სრულყოფას სახელმწიფოსთვის იყოს პრევენციულად თავიდან არიდებული ის საფრთხეები, რომელსაც დესტრუქცია და სამართალდარღვევაზე ორიენტირებული მცირე ადამიანების ჯგუფი ცდილობს უკვე დიდი ხანია. ეს არის ეფექტური მექანიზმი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით. დანარჩენი არის სპეკულაცია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. ცვლილებების მიხედვით, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე, ასევე, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, აიკრძალა დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. გაიზარდა სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები