ილია ინჯია – საგამოძიებო კომისიაზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი

“უმრავლესობასთან ერთად, ჩვენც და „ხალხის ძალაც“ მივიღებთ ამ კომისიაში მონაწილეობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი”, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ილია ინჯიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„დღევანდელი რეალობა ბევრად განსხვავდება 2012 წლის რეალობისგან. მაშინ ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა როგორც გარე, ისე შიდა ძალებს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს სუვერენიტეტს ასეთი ძლიერი პოზიცია არ ჰქონდა. დღეს ეს პოზიციები შეცვლილია და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი ძალა აქვს“, – აცხადებს ინჯია.

ცნობისთვის, პარლამენტმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“ შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები