დავით მათიკაშვილი – „ფარას“ ანალოგზე: ვითხოვთ, რომ ქვეყანა ნეგატიური გავლენებისგან იყოს დაცული
„ეს არის ის საკანონმდებლო სივრცე, რომელმაც საშუალება მისცა მთელს მსოფლიოს ენახა თუ ვინ ცდილობს აშშ-ში კონკრეტული გავლენის მოსაპოვებლად ძალიან დიდი თანხების დახარჯვას. ზუსტად ანალოგიურს ვითხოვთ ჩვენ საქართველოში”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სივრცე, რომელმაც აშშ წლების განმავლობაში დაიცვა უცხოური გავლენებისგან. იმავდროულად, ეს არის ის საკანონმდებლო სივრცე, რომელმაც საშუალება მისცა მთელს მსოფლიოს ენახა თუ ვინ ცდილობს აშშ-ში კონკრეტული გავლენის მოსაპოვებლად ძალიან დიდი თანხების დახარჯვას. ზუსტად ანალოგიურს ვითხოვთ ჩვენ საქართველოში. ვითხოვთ, რომ ქვეყანა ნეგატიური გავლენებისგან იყოს დაცული და იყოს გამჭვირვალე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი ამერიკული „ფარას” პირდაპირი ასლის მიღებას გეგმავს.