ლევან მახაშვილი: საქართველოს ისტორიის 2003-2012 წლების მონაკვეთთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს 

“ქართული ოცნების” წევრის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს ისტორიის 2003-2012 წლების მონაკვეთთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია სწორედ ამიტომ იქმნება.

“საქართველოს ისტორიის 2003-2012 წლების მონაკვეთთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და სწორედ ამიტომ, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ჩვენ ვქმნით საგამოძიებო კომისიას, რომელიც პირველი – პოლიტიკურად შეაფასებს ამ პროცესს და მეორე – შეისწავლის იმ დანაშაულებს, რომელიც დაკავშირებული იყო მაღალი თანამდებობის პირებთან. ამით ჩვენ შევეცდებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ისტორიის ეს ნაწილი დავხუროთ და მოსახლეობასაც რა კითხვებიც აქვს, ყველა კითხვაზე იყოს პასუხი ცალსახად გაცემული,” – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები