გურამ მაჭარაშვილი: მედია საშუალებები და უფლებები დაცული უნდა იყოს ისე, როგორც ეს არის დაცული დიდ ბრიტანეთში
“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოში მედია საშუალებები და უფლებები დაცული უნდა იყოს ისე, როგორც დიდ ბრიტანეთში.
“ვერავინ ვერ შეგვედავება, რომ ბრიტანეთში მედია თავისუფლების კუთხით პრობლემები არ არის და სიტყვის თავისუფლებას ბრიტანეთში პრობლემები არ აქვს. თუ ვინმე ამას იტყვის, მაშინ მიმართოს ბრიტანეთის ხელისუფლებას. ამიტომ, თუ იქ არსებობს მედიასაშუალებასთან დაკავშირებით კანონი, რატომ არ უნდა იყოს მსგავსი კანონი საქართველოში?! ჩვენც გვაქვს ამის შესაბამისი ამბიცია და არა მარტო ამბიცია, შეფასებებიც გვაქვს ამის, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა. მედია საშუალებები და უფლებები დაცული უნდა იყოს ისე, როგორც ეს არის დაცული დიდ ბრიტანეთში. თუ არსებობს კითხვები ამასთან დაკავშირებით, მიბრძანდნენ და ბრიტანეთის ხელისუფლებას დაუსვან კითხვები, რატომ არსებობს ასეთი კანონი მედიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, როგორც ინგლისში, ასევე საქართველოში იქნება დემოკრატიული კანონი მედია საშუალებებთან დაკავშირებით “, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი მუშაობას იწყებს და მალე დაინიციირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.