უკრაინას ფრანგული წარმოების მოიერიშე თვითმფრინავები გადაეცა

კიევისთვის საჩუქრად გადაცემული ფრანგული წარმოების პირველი პარტია მოიერიშე თვითმფრინავები დღეს უკრაინაში ჩავიდა,- ამის შესახებ “პოლიტიკო” საფრანგეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

“2024 წლის 6 ივნისს, [პრეზიდენტმა] ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ფრანგული Mirage 2000-ების უკრაინაში მიწოდების შესახებ. პირველი პარტია უკრაინაში დღეს ჩავიდა”, – დაწერა X-ზე შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ.

მისივე განმარტებით, თვითმფრინავები უკრაინას რუსული თავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარებიან.

როგორც “პოლიტიკო” წერს, საფრანგეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უარი თქვეს დაეზუსტებინათ, რამდენი სამხედრო თვითმფრინავი გადაეცემა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები