შალვა პაპუაშვილი: სასჯელაღსრულების სისტემა ყველას თანაბრად და სათანადოდ ეპყრობა

“სასჯელაღსრულების სისტემა ყველას თანაბრად და სათანადოდ ეპყრობა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმრობაში მყოფი პირების გრადაცია არ არსებობს.

„პოლიციელზე თავდასხმა რომ არ შეიძლება, ეს არის ბრიტანული სტანდარტი, თუ ნამდვილად გაინტერესებთ. რაც შეეხება თავად მართლმსაჯულების საკითხებს, არ შევეხები, რადგან ეს მართლმსაჯულების საკითხი არის, ისევე, როგორც მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება არის აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხი.

ვხედავთ, რომ ისინი კანონის შესაბამისად და რაც მთავარია, ყველა ადამიანის, მათ შორის პატიმრობაში მყოფი დაკავებული ადამიანის საუკეთესო ინტერესებით მოქმედებენ. როგორც სხვა პატიმრებთან დაკავშირებით არის სათანადო უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების, რა თქმა უნდა, აქაც არის სათანადო უზრუნველყოფა. რაიმე გრადაცია პატიმრობაში მყოფი პირებისა არ არსებობს, ყველას თანაბრად, კარგად და სათანადოდ ეპყრობა სასჯელაღსრულების სისტემა“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები