ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინას 77 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია – დაზარალდა სამი რეგიონი

გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინას 77 უპილოტო საფრენი აპარატითა და სხვადასხვა ტიპის სიმულატორი დრონებით შეუტია, საჰაერო თავდაცვამ 56 მათგანი ჩამოაგდო,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

იმავდროულად, მტრის თავდასხმის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ხარკოვის, ჩერკასისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონები.

როგორც ხარკოვის მერი, ოლეგ ტერეხოვი იუწყება, რეგიონი ოკუპანტებმა ორჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები.

„დაიბომბა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზრობა. რამდენიმე სავაჭრო პავილიონში გაჩნდა ხანძარი“, – აღნიშნა მერმა.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომს დაარტყეს. უწყების ცნობით, აეროდრომი გამოიყენება Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მოსამზადებლად და უკრაინის ტერიტორიაზე გასაშვებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები