უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, ქვეყანაში 9 მაისამდე საომარი მდგომარეობის შემდგომი გახანგრძლივებისა და მობილიზაციის შესახებ.
ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გაგრძელების შესახებ კანონპროექტები 14 იანვარს წარადგინა, ხოლო 15 იანვარს პარლამენტმა შესაბამის კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არჩევნები უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ომის ცხელი ფაზის დასრულების და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ.
მედიის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გრძელდება.