ომის დასასრულებლად მოლაპარაკების მაგიდასთან ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, უკრაინა და რუსეთი უნდა იყვნენ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა მზადაა, დაასრულოს ომის ცხელი ეტაპი და მშვიდობისკენ ისწრაფვის ისე, როგორც არავინ.
“ჩვენ გვჯერა, რომ ტრამპს წარმატება სურს და წარმატება საღი აზრის გამარჯვებაა, რაც ომის ცხელი ფაზის დასრულებას და უკრაინის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს ნიშნავს”,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მოგეხსენებათ, რომ ტრამპის განცხადებითვე, მისმა გუნდმა უკვე დაგეგმა შეხვედრები უკრაინულ და რუსულ მხარეებთან.
მოსკოვი მუდმივად ამბობს, რომ ის ღიაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ აკრიტიკებს კიევის ყველა სამშვიდობო ინიციატივას. ზელენსკის თქმით კი, კრემლის მმართველ ვლადიმერ პუტინთან საუბარიც კი უკვე დათმობა და კომპრომისია.