თორნიკე ჭეიშვილი: იქნება ეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუ ზოგადად საჯარო მოსამსახურე, არ უნდა იყოს მოწყვლადი
„იქნება ეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუ ზოგადად საჯარო მოსამსახურე, არ უნდა იყოს მოწყვლადი’’, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ცვლილებებს, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შედის და დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
„ცვლილებათა პაკეტი მიზნად ისახავს იმას, რომ შემაკავებელი ფუნქცია რაც შეიძლება გააჩნდეს ამკრძალავ ფორმას, კიდევ უფრო ეფექტიანად იქნეს რეალიზებული. ეს საბოლოო ჯამში ემსახურება მართვის ეფექტიანობის ამაღლებას სახელმწიფოში, იქნება ეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, თუ ზოგადად საჯარო მოსამსახურე, არ უნდა იყოს მოწყვლადი და არავის არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, მით უმეტეს არ უნდა იყოს წახალისებული, რომ საქმიანობასთან დაკავშირებით დაიწყოს ანგარიშსწორების ორგანიზება“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.