მედია: უკრაინა მზადაა, აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იშვიათი წიაღისეული გადასცეს

უკრაინა მზადაა, აშშ-ს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იშვიათი წიაღისეული გადასცეს და დონალდ ტრამპს ბუნებრივ რესურსებზე თანამშრომლობის განსაკუთრებული პირობები შესთავაზა,- ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინელი ოფიციალური პირის ანონიმური განცხადების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაცია ერთობლივ შეთანხმებებზე ხელმოსაწერად მზად არის. მისი თქმით, უკრაინაში აშშ-ის სტრატეგიული ინტერესის არსებობა ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დასავლელი მოკავშირეებისთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ აქამდეც შეუთავაზებია ბუნებრივი რესურსები. ეს შეთავაზება ზელენსკის “გამარჯვების გეგმის” ნაწილიცაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები