“საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არავის ნება არ არის, ეს არის ვალდებულება, რომელიც კანონით და, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებაა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„იცით, პოლონეთში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში იუსტიციის ყოფილი მინისტრი არ გამოცხადდა, ის დააპატიმრეს და მიიყვანეს საგამოძიებო კომისიაში. ამ კომისიას აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მათ შორის სისხლის სამართლებრივი კოდექსით დაცულია მისი უფლებამოსილება. ამიტომ, ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს კომისიასთან, მისცეს ჩვენება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პირები, რომლებიც დაბარებულები იქნებიან კომისიაზე, მოვლენ და მისცემენ ჩვენებას. თუ არაფერი აქვთ დასამალი და ფიქრობენ, რომ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, რატომ არ უნდა უნდოდეთ საჯაროდ უპასუხონ იმ კითხვებს, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელი აქვს საზოგადოებას იმის გამო, რომ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელმა მფარველებმა ხელი შეუშალეს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების სრულად გამოძიებას. მას მისცეს არა მხოლოდ თავშესაფარი, არამედ დააწინაურეს უკრაინის ხელისუფლებაში და ვნახეთ, რა დაატრიალა. მაქვს მოლოდინი, რომ ყველა ითანამშრომლებს და შესაბამის ჩვენებებს მისცემს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.