“გუშინ დაშავდა რამდენი ადამიანი, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპაში ახლახან პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებისას 5 ადამიანი გარდაიცვალა” – ვოლსკი
“გუშინ დაშავდნენ გარკვეული ადამიანები, თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპაში, სულ ახლახან, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებისას, 5 ადამიანი გარდაიცვალა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს არჩევნების გაყალბება და არ არსებობს საგარეო კურსის ცვლილება.
„ამ მოგონილი, რაღაც ისტერიული განცხადებებით ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ სახელმწიფოს. შესაძლოა, იქ ძალის გადამეტებას გარკვეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამოცანა სწორედ ეს არის, რომ დაპირისპირება მოხდეს სამართალდამცველებთან, როდესაც აუცილებლად მოხდება ფიზიკური დაპირისპირება და ამ დაპირისპირების დროს ადამიანები შავდებიან. დაშავდნენ პოლიციელები. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. დაშავდნენ გარკვეული ადამიანები, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ევროპაში, სულ ახლახან, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებისას 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, პიროტექნიკა გამოიყენეს და უამრავი ადამიანი ძალიან სერიოზულად დაზიანდა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.