გურამ მაჭარაშვილი: გლობალური ომის პარტია, იგივე „დიფ სთეითი“ ებრძოდა მშვიდობასა და სუვერენიტეტს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში

„გლობალური ომის პარტია, იგივე ,,დიფ სთეითი’’ რომელსაც ებრძვის დღევანდელი აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ებრძოდა მშვიდობასა და სუვერენიტეტს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციით დადასტურდა, რომ ეს ძალები ჯერ კიდევ არიან ევროსტრუქტურებში.

„ეს არაერთი რეზოლუციით დადასტურდა, მათ შორის ევროპარლამენტის, რომელიც უფრო მაღალი ხარისხის არის ვიდრე საპარლამენტო ასამბლეა და შესაბამისად, ახლა უკვე საპარლამენტო ასამბლეაზე მორიგ ჯერზე მტკიცებულება მივიღეთ, რომ ,,დიფ სთეითისა’’ და გლობალური ომის პარტიის საცეცები ჯერჯერობით ისევ ამ სტრუქტურაშია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველო ევროსაბჭოს წევრად რჩება, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის მუშაობას წყვეტს. გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის წარმომადგენლების უფლებამოსილების აღიარების შემდეგ მიიღო იმ წითელი ხაზების გამო, რაც მათი თქმით, ორგანიზაციამ მიღებული რეზოლუციით გადაკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები