უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების 59 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

გასული ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინას 102 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 59 დრონი ჩამოაგდეს, 37 კი ლოკალურად დაიკარგა.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით შეტევა რუსეთის რამდენიმე  ტერიტორიიდან, მათ შორის ოკუპირებული ყირიმიდან განხორციელდა.

გენშტაბის ინფორმაციით, კუპიანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა მტრის სამი თავდასხმა მოიგერიეს.

„ოკუპანტები აგრძელებენ რუსეთის ტერიტორიიდან ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში დასახლებული ტერიტორიების დაბომბვას,“ – აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები