მთელ მსოფლიოში პატრიოტიზმი ძლიერდება – პიტერ სიარტო

პატრიოტული ძალები წინ წავიდნენ, პატრიოტიზმი ძლიერდება მთელ მსოფლიოში, სუვერენიტეტის პატივისცემა ახლა მთავარია,- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიარტო აცხადებს.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიო პოლიტიკაში სრულიად ახალი ვითარებაა.

“მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური მეინსტრიმი ამას დღემდე უარყოფს, დღეს მსოფლიო პოლიტიკაში სრულიად ახალი ვითარებაა.

ჩვენთან მოკავშირე მხარეები ძლიერდებიან სამხრეთ ევროპაშიც, რომლებიც გვეთანხმებიან, რომ ევროკავშირი არ უნდა იყოს სუპერსახელმწიფო, არამედ თავისი ისტორიით, კულტურითა და მემკვიდრეობით ამაყი ერების ალიანსი”,- წერს სიარტო სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები