საქართველოს პრემიერ–მინისტრი მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო.
პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში ჩამობრძანებიდან დღეს 25 წელი გავიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად, მთავრობის წევრები და ასევე თბილისის მერი დაესწრნენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Aricq_dfA6M” width=”560″ height=”315″]