სუმში რუსული თვითმფრინავი ათსართულიან შენობას დაეჯახა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის (DSNS) ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი.
დეპარტამენტის ცნობით, დაშავებულია კიდევ ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. DSNS-ი 118 ადამიანის ევაკუაციის შესახებ იუწყება.
როგორც უკრაინული მედია წერს, შემთხვევის ადგილზე მაშველებმა სწრაფად მოაწყვეს მობილური უსაფრთხოების პუნქტი. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ფსიქოლოგები და ექიმები.