საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე 30 იანვარს, 00:30-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, კოსტავას ქ. N27-დან N59-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.
აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნიკო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.