მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც თხრილში ჩავარდა და დაიღუპა, შსს-მ გამოძიება დაიწყო
მერვე კლასის მოსწავლე თხრილში ჩავარდა და გარდაიცვალა.
შემთხვევა 25 იანვარს, თბილისში მოხდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება უწყებამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა – უშედეგოდ.