სამხრეთ სუდანში, ავიაკატასტროფის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ სუდანში, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა.

თვითმფრინავი იუნიტიდან, ნავთობის საბადოდან დედაქალაქ ჯუბასკენ მიფრინავდა და Greater Pioneer Operating Company-ის (GPOC) მუშები გადაჰყავდა.

როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის ორი ჩინეთის და ერთი ინდოეთის მოქალაქეა.

ამ დროისთვის, უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა.

როგორც “სიენენი” წერს, ბოლო წლებში ომით განადგურებულ სამხრეთ სუდანში რამდენიმე ავიაკატასტროფა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები