ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას პირდაპირი პასუხი მოჰყვება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აფრთხილებს ისრაელს და აშშ-ს, რომ ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას ირანის მხრიდან პასუხი მოჰყვება.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე ნებისმიერ თავდასხმას მოჰყვება მყისიერი და გადამწყვეტი პასუხი“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ირანელი დიპლომატი იმედოვნებს, რომ აშშ და ისრაელი ასეთ “სიგიჟეს” არ გააკეთებენ.

„ეს ნამდვილად სიგიჟეა და მთელ რეგიონს საშინელ კატასტროფად გადააქცევს“, – დასძენს აბას არაღჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები