ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც ტრანსგენდერებს შეიარაღებულ ძალებში მსახური ეკრძალებათ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით ტრანსგენდერებს შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში მსახური ეკრძალებათ.
აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ამჟამად 15 000 ტრანსგენდერი მსახურობს. მათ სამედიცინო ჩვენებით ჯარში მსახური აეკრძალებათ.
კიდევ ერთი ბრძანებულებით, ტრამპმა ჯარში თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპები აკრძალა. ჯარში ტრანსგენდერებისთვის მსახურის აკრძალვა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
ამასთანავე, ამ იდეის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ყველა ტრანსგენდერის ჯარიდან ერთდროულად გარიცხვა შეუძლებელია, რადგანაც ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს და მათი ჩანაცვლება მარტივი არ იქნება.