ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ უკრაინაში ყველა პროექტის გაჩერების განკარგულება მიიღო
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) უკრაინაში ყველა პროექტის გაჩერების განკარგულება მიიღო,- ინფორმაციას უკრაინული მედია კიევში სააგენტოს თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა აუდიტის ჩატარების მიზნით, უცხოური დახმარების პროგრამები 90 დღით შეაჩერა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, USIAD-ის დაფინანსებაზე დამოკიდებულმა ორგანიზაციებმა უკვე მიიღეს წერილები, სადაც საქმიანობის შეჩერების შესახებაა საუბარი.