საქართველოში შვედეთის სახმელეთო ძალების სარდალი იმყოფება

ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სახმელეთო ძალების სარდალი იმყოფება. გენერალ მაიორ ანდერს ბრანსტორმს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და შვედეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის ურთიერთობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორთან და აკადამიის ხელმძღვანელობასთან. შვედი სტუმარი აკადემიის მუშაობის პრინციპებს გაეცნო და სასწავლებლის ტერიტორია დაათვალიერა. გენერალ-მაიორი ბრანსტორმი მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადასა და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ დაათვალიერებს.
შვედეთის სახმელეთო ძალების სარდლის ორ დღიანი ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები