ვახტანგ ჩოჩია: აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ, მძიმე ტვირთი დაუტოვა მომდევნო ადმინისტრაციას
,,ძალიან სასიხარულოა, რომ ტრამპმა დააანონსა ამ ფინანსების გამჭვირვალობა”, – ასე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების” წევრი ვახტანგ ჩოჩია აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ 3 თვით შეჩერდეს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა.
მისივე თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ მომდევნო ადმინისტრაციას მძიმე ტვირთი დაუტოვა.
„აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ, რომელსაც ბაიდენი ხელმძღვანელობდა, მძიმე ტვირთი დაუტოვა მომდევნო ადმინისტრაციას. ისინი საქართველოში აფინანსებდნენ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში.
ძალიან სასიხარულოა, რომ ტრამპმა დააანონსა ამ ფინანსების გამჭვირვალობა, მან თქვა, რომ აუცილებლად გადახედილი უნდა იყოს, თუ რაში იხარჯება აშშ-ის გადასახადების გადამხდელების ფული“, – აღნიშნა ჩოჩიამ.