მამუკა მდინარაძე: ვის დაორგანიზებულ ძალადობრივ აქციებშიც იღებდა ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობას, მათი დრო აღარ არის

„ვის დაორგანიზებულ ძალადობრივ აქციებშიც იღებდა ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობას, მათი დრო აღარ არის. შესაბამისად, აღარ სჭირდება ამას არც შემოთვლები, არც რაღაცის თხოვნები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ამბობს, რომ დეპუტატის თავდებში დადგომას არ საჭიროებს, რადგან უდანაშაულოა, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ვის დაორგანიზებულ ძალადობრივ აქციებშიც იღებდა ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობას, მათი დრო აღარ არის.

„მართალია, უდანაშაულო ადამიანს ნამდვილად არ სჭირდება ვინმეს დაცვა, გარდა საკუთარი ადვოკატისა, მით უმეტეს თავდებში ჩადგომა. ასეთ შემთხვევაში, წარსული პროფესიიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ როდესაც ადამიანი უდანაშაულოა, არც თავდებობა სჭირდება, არც ვინმეს დახმარება როდესაც სამართლიან სასამართლოზეა საუბარი. ვის დაორგანიზებულ ძალადობრივ აქციებშიც იღებდა ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობას, მათი დრო აღარ არის. დღეს თუ მართალია ადამიანი, თავისუფლად შეუძლია სასამართლოში თავი გაიმართლოს. როდესაც სასამართლოში თავის გამართლების ასეთი საშუალება გაქვს, მაშინ უკაცრავად ჟარგონისთვის და უნდა „მიაწვე“ ამას და თუ უდანაშაულო ხარ, არავინ დაგაბრალებს დანაშაულს. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ მეთქი, შემთხვევით არ მისაუბრია. შესაბამისად, აღარ სჭირდება ამას არც შემოთვლები, არც რაღაცის თხოვნები. როგორც ჩემს კლიენტებს ვურჩევდი ხოლმე თავის დროზე, როგორც ადვოკატი, უნდა ჩამოყალიბდე ამ დროს. მე მასზე აღარ გავაკეთებ კომენტარს. ძალიან ბინძური სახე მიიღო, ამ ადამიანს იყენებენ რაღაც პოლიტიკურ თამაშებში – ხან რაღაცას დააწერინებენ, ჩემი საქმე არაა, რაც უნდათ, ის ქნან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები