მამუკა მდინარაძე ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საგარეო დახმარების პროგრამები 90 დღით შეაჩერა: შეიძლება გამჭვირვალობის კანონი საერთოდ აღარ დაგვჭირდეს

,,შეიძლება „გამჭვირვალობის კანონი” საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ანუ ამით ისიც კი დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი” არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ იყო აუცილებელი. ტრამპის ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტრამპის ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს გადაწყვეტილება იქონიებს შემდეგ გავლენას – შეიძლება გამჭვირვალობის კანონი საერთოდ აღარ დაგვჭირდეს. ანუ ამით ისიც კი დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ აუცილებელი იყო. ტრამპის ერთ-ერთმა პირველმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც. როგორ სიცრუეში აცხოვრებდნენ ხალხს, პასუხი აგოს სიცრუის გამავრცელებელმა თითოეულმა ადამიანმა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით შეჩერდება, აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან პროგრამული ეფექტიანობის და თანამიმდევრულობის შესაფასებლად/გადასახედად – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელსაც ხელს დონალდ ტრამპი აწერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები