მამუკა მდინარაძე გიორგი ბაჩიაშვილზე: მას ბრალად ედება ფულის მოპარვა და ამ ფულით როგორც ჩანს გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს წინააღმდეგ დააფინანსოს აქციები

„ჯერ ერთი გიორგი ბაჩიაშვილმა უნდა თქვას რომელ ორგანიზაციაში რიცხავს თანხას და როგორ აფინანსებს იმიტომ, რომ ერთი არალეგიტიმური წყარო გამოჩნდა. აი „გამჭვირვალობის კანონს“ რომ ეჭიდავებოდნენ, აგერ უკვე საკუთარი პირით უთქვამს ადამიანს, რომ არალეგალურად აფინანსებს და წყაროც ძალიან საინტერესოა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„რამდენად ირონიულადაც არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ამბავი, მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით როგორც ჩანს გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს წინააღმდეგ დააფინანსოს აქციები. როგორც ჩანს ის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია ამ აქციებისა, თუმცა იმის ილუზიაც არ გვაქვს, რომ ის ერთადერთია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ გარედან ძალიან დიდი თანხობრივი რესურსი იხარჯება ამ აქციების დასაფინანსებლად, ვიღაცებს რომ ჰგონიათ, თითქოს თვითორგანიზებით დადიან იქ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აღიარებს, რომ პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. აღიარა აქციების დაფინანსებაც, თუმცა სად და რამდენს რიცხავს, არ აკონკრეტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები