“უკვე მეორე ბანკი დადგა უდიდესი რეპუტაციული ზიანის მიყენების ქვეშ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას სურს და ეს ვიღაცა ბევრჯერ გახმოვანდა, გნებავთ გლობალური ომის პარტია დავარქვათ, გინდა ,,დიფ სთეითით’’ დასჯა და დაშანტაჟება ბიძინა ივანიშვილის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რითაც შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-თან ბიძინა ივანიშვილის დავას ეხმაურება.
„წარმოიდგინეთ რამხელა ინტერესი დგას ამის უკან, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ერთი ბანკი უკვე გააკოტრეს ამისთვის და მეორე ბანკის განადგურებაზე გადავიდნენ ოღონდ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედება იყოს. მაგრამ იმედია ეს წნეხი გაქრება მას შემდეგ, რაც უკვე ტრამპის ინაუგურაცია შედგა და მისი ძალიან ცნობილი და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო მესიჯები გახმოვანდა, ამის შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში ნელ-ნელა იქნებ ამ შანტაჟის და დასჯის სურვილმა უკან გადაიწიოს“, – აცხადებს მდინარაძე.