საგარეო უწყება: მწუხარებას გამოვთქვამთ კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და თურქ ხალხს ამ რთულ პერიოდში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო. გულითად სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და თურქ ხალხს ამ რთულ პერიოდში“, – წერია საქართველოს საგარეო უწყების სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა, 32 პირი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები