დავით მათიკაშვილი: კარგად ჩანს, რომ მათი მონაწილეობა ფორმალობაც კი არ იყო, ეს იყო ის მცირე შესაძლებლობა, რომელსაც ზოგადად იქ არსებული წესი იძლევა
“კულისებში და კულუარებში მჯდომი ხაზარაძე-ზურაბიშვილი ცხადია, რომ მათი მონაწილეობით ვერანაირ ახლო ურთიერთობას დონალდ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ვერ დაამტკიცებენ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ვაშინგტონში ჩასვლას.
მისი თქმით, ამერიკაში მყოფი ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველი ხალხის წინაშე.
“ამერიკაში მყოფი რადიკალები კიდევ ერთხელ დამარცხდნენ, დამარცხდნენ ქართველი ხალხის წინაშე, დამარცხდნენ შეერთებული შტატების საზოგადოების წინაშე, იმ მოცემულობაში, რაც მათ საკუთარი თავი აჩვენეს მთელს მსოფლიოს. მაშინ, როდესაც ჩანგლით შეიარაღებული შეიპარები ინაუგურაციაზე, შედეგიც ადეკვატური იქნება. ბუნებრივია, არავის არ აინტერესებს ქართველი რადიკალების სურვილები შეერთებულ შტატებში და ის ტყუილი, რასაც ზურაბიშვილი, ხაზარაძე და სხვანი ავრცელებდნენ, ბანქოს სახლივით ჩამოიშალა. რადგანაც კარგად ჩანს, რომ მათი მონაწილეობა ფორმალობაც კი არ იყო, ეს იყო ის მცირე შესაძლებლობა, რომელსაც ზოგადად იქ არსებული წესი იძლევა. კულისებში და კულუარებში მჯდომი ხაზარაძე-ზურაბიშვილი ცხადია, რომ მათი მონაწილეობით ვერანაირ ახლო ურთიერთობას დონალდ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ვერ დაამტკიცებენ”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.