“ხალხის ძალის” წერილები და კომენტარები ერთი-ერთში ემთხვევა ტრამპის გუშინდელ განცხადებას” – მაჭარაშვილი
“ჩვენი, “ხალხის ძალის” წერილები და კომენტარები ერთი-ერთში ემთხვევა ტრამპის გუშინდელ განცხადებას, როდესაც მან წერტილი დაუსვა “დიფ სთეითის” და გლობალური ომის პარტიის რიტორიკას ტრანსგენდერებთან, ქალის და კაცის გაუქმებასთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ,,კოლექტიურ ნაცმოძრაობას” ნამუსი არ გააჩნია”.
“რაც შეეხება ,,კოლექტიურ ნაცმოძრაობას,” ამათ ხომ საერთოდ ნამუსი არ გააჩნიათ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სქესიც არ გააჩნიათ. იმიტომ, რომ ადრე ლგბტ დროშა ხელიდან ვერ გავაგდებინეთ და ახლა, როცა ტრამპი მოვიდა პრეზიდენტად, ახლა ყოფილა ქალი ქალი და კაცი კაცი, ისიც ზოგიერთებისთვის, მაგრამ ძალიან კარგად იცის ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ როგორ მოიხსენიებდა ,,კოლექტიური ნაცმოძრაობა” ტრამპს, როგორც რუს ოლიგარქს, როგორც ამერიკის სირცხვილს და ა.შ.” – აღნიშნა მაჭარაშვილმა.