სლოვენიაში, მაღაროში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სლოვენიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მაღაროელი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად მიიჩნევა.

მედიის ცნობით, მაღარო მოულოდნელად დაიტბორა, მაღაროელთა უმეტესობამ გაქცევა მოახერხა, თუმცა სამმა ადამიანმა თავის დაღწევა ვერ მოახერხა, ერთი მათგანი გარდაიცვალა.

სამაშველო სამუშაოებს მაღაროში დაგროვილი სილა და წყალი აფერხებს. მაღაროს გენერალურმა მენეჯერმა მარკო მავეკმა განაცხადა, რომ შანსი იმისა, რომ დაკარგული მაღაროელი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, მცირეა.

უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სლოვენიის პრეზიდენტმა ნატაშა პირც მუსარმა შესაბამის უწყებებს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან აიცილონ და უზრუნველყონ ყველა მაღაროელის უსაფრთხოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები