“ყველა ქვეყნის ეროვნულმა ხელისუფლებამ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ საზოგადოებასა და საკუთარ სახელმწიფოზე უნდა იზრუნოს, ასეთია როგორც ტრამპის, ასევე ჩვენი მიდგომაც” – მახაშვილი

“ტრამპი, როგორც ჩანს, აპირებს ლიბერალური იდეოლოგიის დემონტაჟს ან გადაფასებას. ეს უკვე მისი არსებული გადაწყვეტილებებით რამდენიმე მიმართულებით გამოიხატა,” – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

“ყველა ქვეყნის ეროვნულმა ხელისუფლებამ უპირველეს ყოვლისა საკუთარ საზოგადოებასა და საკუთარ სახელმწიფოზე უნდა იზრუნოს. პირველი გენდერის საკითხია. იგი მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალი და კაცი არის მხოლოდ ის ორი გენდერი, რომელიც არსებობს და ის არ აღიარებს სხვა გენდერს. მეორე, ეს არის ოჯახური, ტრადიციული და კონსერვატიული ღირებულებების პატივისცემა. მესამე, რაზეც გუშინ გადაწყვეტილება მიიღო ეს არის “დიფ სთეითის” დემონტაჟი. ამერიკის ადმინისტრაციის და ბიუროკრატიის “დიფ სთეითისგან” და არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა.

ყველა ქვეყნის ეროვნულმა ხელისუფლებამ უპირველეს ყოვლისა საკუთარ საზოგადოებასა და საკუთარ სახელმწიფოზე უნდა იზრუნოს. ასეთია როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ჩვენი მიდგომაც. ფუნდამენტურ საკითხებზე თანხვედრა გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები აღდგება. ჩვენგან ამის სრული მზადყოფნაა,” – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები