მიქანაძე – ოპოზიციაზე: მთელმა საზოგადოებამ თავისი თვალით იხილა, რომ ეს ადამიანები ყველანაირად ცდილობენ, რაღაც ფორმით მოახდინონ ბმა ახალ ადმინისტრაციასთან, მაგრამ ეს შეუძლებელია

“მთელმა საზოგადოებამ თავისი თვალით იხილა,”რომ ეს ადამიანები ყველანაირად ცდილობენ, რაღაც ფორმით მოახდინონ ბმა ახალ ადმინისტრაციასთან, მაგრამ ეს შეუძლებელია”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ტრამპის ინაუგურაციაზე გამგზავრებაზე საუბრისას განაცხადა.

„უპრინციპო ადამიანების მორიგი მცდელობაა, ჩვენი საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაც ამჯერადაც არ გამოუვიდათ. საზოგადოებას პირველ რიგში ახსოვს ის ხმამაღალი, საჯარო განცხადებები, რომელსაც ეს ადამიანები პრეზიდენტ ტრამპთან მიმართებით მისი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ამბობდნენ. პირდაპირ ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი არის რუსული პროექტი და მას სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ. ეს საზოგადოებას არ დავიწყებია, დარწმუნებული ვართ, რომ არც პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას. მთელმა საზოგადოებამ თავისი თვალით იხილა, რომ ეს ადამიანები ყველანაირად ცდილობენ, რაღაც ფორმით მოახდინონ თავიანთი ბმა ახალ ადმინისტრაციასთან, მაგრამ ეს შეუძლებელია“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები