ბოჟაძე ოპოზიციაზე: ჩვენ ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ფოიედან ეკრანზე უყურებდა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას

“საკუთარი ამომრჩევლების მოტყუება, რომ თითქოს მათ, ამერიკისგან რაიმე მხარდაჭერა აქვთ ისეთივე ტყუილია, როგორც დანარჩენი სხვა ტყუილი, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია ოპოზიციისგან”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ტრამპის ინაუგურაციაზე არავის მიუწვევია.

„ჩვენ ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ფოიედან ეკრანზე უყურებდა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას, ვნახეთ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ქუჩაში იყინებოდნენ იმისათვის, რომ უბრალოდ ტერიტორიაზე, ახლოს ყოფილიყვნენ და ასევე ვნახეთ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც კალათბურთის დარბაზში, ეკრანზე უყურებდა ინაუგურაციას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათ ინაუგურაციაზე არავინ არ ეპატიჟებოდათ, მათ ისარგებლეს ისე, როგორც 100 ათასობით ადამიანმა“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, 20 იანვარს დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები