ერდოღანი: ისრაელის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის უფლება არ უნდა მიეცეს
თურქეთის მედიის ცნობით, ერდოღანმა შეშფოთება გამოთქვა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის მხრიდან ღაზაზე განხორციელებული თავდასხმების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ხელი უნდა შეუშალოს ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში.
„შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის მიერ შეტევებისა და ხოცვა-ჟლეტის გაგრძელება დღეს სამართლიანად ზრდის ჩვენს შეშფოთებას. ისრაელის მთავრობას არ უნდა მიეცეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევისა და ბოროტად გამოყენების უფლება. მსოფლიომ უნდა შეასრულოს თავისი სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა ღაზის მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს, ძირითადად ქალები და ბავშვები, ღაზა არ დანებდა, ვერ დაიმორჩილეს და ღაზას მოსახლეობა არ დაემორჩილა მჩაგვრელებს.
ახლა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე ვდგავართ, როგორიცაა ისრაელის მიერ ღაზაში გამოწვეული მასიური ნგრევის აღმოფხვრა და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება“, – აღნიშნა ერდოღანმა.